„NIXEDONIA“-ს

კონცეპტუალური

ბარათები

„NIXEDONIA“-ს კონცეპტუალური ბარათების საწყისები

2018 წელს, როდესაც „Nixedonia“-ს დამფუძნებელი და მთავარი ინსტრუქტორი - ჯონ მაკვეი, იურიდიულ გაყიდვებსა და მარკეტინგთან დაკავშირებულ მასალებს სწავლობდა, რათა იურისტებს შემოსავლების გაზრდაში დახმარებოდა, აღმოაჩინა, რომ ამგვარ წიგნებსა თუ სატრენინგო მასალებში არსებული თითქმის ყველა ძირითად კონცეფცია მის მიერვე იყო შემუშავებული. კარგი წიგნი შეიძლება სულ რამდენიმე ათეული კონცეფციისაგან შედგებოდეს, რომელთა უმეტესობა, მოცულობის თვალსაზრისით, მისალოც ბარათზეც კი დაეტევა. სწორედ ასე დაიბადა იდეა, წიგნებიდან ყოველგვარი „ზედმეტი მასალის“ განდევნისა და ისეთი რესურსის შექმნისა, რომელიც მხოლოდ ძირითად და საკვანძო კონცეფციებზე იქნებოდა ფოკუსირებული.

მუდმივად დაკავებულ იურისტებს ეს საშუალებას მისცემდა უმოკლეს ვადაში ჩაწვდომოდნენ საქმის მთავარ არსს. ღირებული კონცეფციების წიგნების მასალებსა და აურაცხელ გვერდებს შორის განბნევის ნაცვლად, რომელთა წასაკითხად მხოლოდ რამდენიმე იურისტი თუ მოიცლიდა, შერჩეულ იქნა ამ კონცეფციების ყოველთვის ხელმისაწვდომ დიდაქტიკურ ბარათებზე დატანის პრინციპი. 60-ზე მეტი ქვეყნის 360-ზე მეტი იურიდიული ფირმის წარმომადგენლებთან შეხვედრების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჯონ მაკვეიმ მრავალი წიგნიდან, მის მიერვე შექმნილი მასალებიდან თუ მასპინძელი ქვეყნების სხვადასხვა იურისდიქციების გათვალისწინებით, ყველაზე მეტად სასარგებლო კონცეფციები ამოარჩია.

რას ნიშნავს

„NIXEDONIA“-ს კონცეპტუალური

ბარათები?

როგორ გამოვიყენო „NIXEDONIA“-ს კონცეპტუალური ბარათები?

ბარათების კითხვა ნებისმიერი თანმიმდევრობით, ან ერთი თემიდან მეორეზე გადასვლით არის შესაძლებელი. თავდაპირველად, უმჯობესია ბარათის შესწავლა ვიზუალური დიაგრამის მხრიდან, შემდეგ კი მისი წაკითხვა და დანარჩენი ბარათების დასტაში დაბრუნება. ასე ვიქცევით მანამ, სანამ ყველა ბარათს არ გავეცნობით. შემდგომ ამისა, მხოლოდ ვიზუალური დიაგრამიდან გამომდინარე, უნდა შევეცადოთ გავიხსენოთ და დავიმახსოვროთ, თუ სახელდობრ რომელ კონცეფციასთან ასოცირდება ესა თუ ის დიაგრამა. დიაგრამის კონცეფციასთან სწორად დაკავშირების შემთხვევაში, ბარათებს ერთად ვაწყობთ, არასწორად დაკავშირებულ ბარათებს კი - ცალკე. ასე თამაშ-თამაშით და განმეორებით, ჩვენ მივისწრაფვით იმ ეტაპისაკენ, როდესაც ვიზუალური დიაგრამა და მის მიერ აღწერილი კონცეფცია თავად კონცეფციის არსს გაგვახსენებენ.

როგორ შეიძლება „NIXEDONIA“-ს ბარათები დამეხმაროს მე, როგორც იურისტს?

პირველ რიგში, Nixedonia“-ს ბარათები მნიშვნელოვნად დაგაზოგვინებთ იმ დროს, რაც იურიდიულ გაყიდვებსა და მარკეტინგზე წიგნების კითხვაში ან შესაბამის ტრენინგებზე დასწრებაში უნდა დაგეხარჯათ. თქვენ არ კარგავთ დროს ზედმეტი მასალის კითხვაში, მალე ითვისებთ ძირითად კონცეფციებს და იყენებთ მათ პრაქტიკაში. მეორეც, ყველაზე პრაქტიკული კონცეფციების სისტემატიური გამოყენების შედეგად, თქვენ ზრდით თქვენი იურიდიული პრაქტიკიდან მიღებულ შემოსავალს. ერთი კონცეფციის წყალობით თქვენ შეგიძლიათ ანაზღაურებადი საათების დიდი რაოდენობა გამოიმუშაოთ. დაბოლოს, მესამე, ბარათები თვალს აგიხელთ იურიდიული გაყიდვებისა და მარკეტინგის ახალ მიდგომებთან დაკავშირებულ ბევრ საკითზე და, ასევე, გამოიწვევს ენთუზიაზმს და გაგიღვივებთ ცნობისმოყვარეობას მათ პრაქტიკაში დანერგვის მიმართ. შედეგად, „Nixedonia“-ს კონცეპტუალური ბარათებით ერთგვარი თამაში იურისტებში ზრდის უფრო დიდი და უფრო მეტი წარმატების მიღწევის სურვილს იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ამას ნებისმიერი წიგნი ან ტრენინგი შეძლებდა.