რა არის NIXEDONIA?

რუსეთში ბაზირებულ საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან „DLA Piper“ რვაწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ჯონ მაკვეიმ - „Nixedonia“-ს გენერალურმა დირექტორმა და მთავარმა ინსტრუქტორმა (ქოუჩმა), 2015 წელს სანქტ-პეტერბურგში, დამოუკიდებელი იურიდიული პირის სახით „Nixedonia“-ს პირველი ოფისი დააფუძნა, რომლის მიზანიც წამყვანი იურიდიული ფირმებისათვის უფრო მეტი კომერციული წარმატების მიღწევაში დახმარების აღმოჩენა გახლდათ. შემჩნეულ იქნა, რომ მიუხედავად იურისპრუდენციის შესანიშნავი ცოდნისა, საუკეთესო იურიდიულ ფირმათა მხოლოდ რამდენიმე იურისტი და პარტნიორი თუ ფლობდა იურიდიულ სფეროში მარკეტინგისა და გაყიდვების უნარ-ჩვევებს. იურისტების უმეტესობას გავლილი არ ჰქონდა რაიმე სახის მოსამზადებელი ტრენინგი იურიდიული მომსახურებების მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში. ამრიგად, „Nixedonia“ ზრდის იურიდიულ ფირმათა შემოსავლებს ორი მთავარი აქტივობის მეშვეობით: „პირისპირ“ ჯგუფური ტრენინგებითა და კონსულტაციებით ბიზნესის განვითარების სფეროში.

თავდაპირველად, „Nixedonia“ რუსეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების იურიდიულ ფირმებთან თანამშრომლობდა (2015წ.), შემდეგ კი ურთიერთობის სფერო აღმოსავლეთ ევროპისა (2016წ.) და ბალკანეთის ქვეყნების მიმართულებითაც გააფართოვა (2017წ.).

შედეგად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში საქმიანი ბაზის სახით 2017 წელს „Nixedonia“-ს მეორე ოფისი ქ. კიშინიოვში (მოლდოვის რესპუბლიკა) გაიხსნა. 2022 წელს „Nixedonia“-მ საქმიანობის სფერო დასავლეთ ევროპაში გააფართოვა და, ედინბურგში მესამე ოფისი გახსნისთანავე, კომპანიის სათავო ოფისი შოტლანდიაში გადავიდა. „Nixedonia“ შოტლანდიის იურიდიული პირი გახდა. ევროპის გარდა, „Nixedonia“ თანამშრომლობდა მთელ რიგ იურიდიულ ფირმებთან აზიაში (სინგაპური, სეული, ჰანოი, ბანგკოკი), ახლო აღმოსავლეთსა (თელ-ავივი, კაირო) და აფრიკაში (ლუსაკა, აკრა). იურისდიქციის მიუხედავად, კომერციული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების აუცილებლობა საკმაოდ მაღალი რჩება, ხოლო ხელშესახები სარგებელი, რომელიც კლიენტებმა „Nixedonia“-სთან თანამშრომლობის დაწყების შედეგად მიიღეს, ტრენინგებსა და კონსულტაციებში ინვესტირების ფონზე, სრულად გამართლებული აღმოჩნდა.

2018 წლის მონაცემებით, 360-ზე მეტმა იურიდიულმა ფირმამ 60-ზე მეტ ქვეყანაში „Nixedonia“-ს მომსახურების წყალობით სარგებელი ჰპოვა.

„NIXEDONIA“-ს ოფისები:

კლიენტების ადგილმდებარეობა


„NIXEDONIA“-ს კლიენტები წარმოადგენენ პრემიუმ სერვისის პროვაიდერი კომპანიების რჩეულ და სპეციფიკურ ჯგუფს, რომლებსაც შემდეგი მსგავსი მახასიათებლები აერთიანებთ:

  • „Nixedonia“-ს კლიენტი იურიდიული ფირმები - უმაღლესი რგოლის კომპანიებია. ისინი აღიარებულნი არიან ისეთი რეიტინგების მიერ, როგორიცაა „IFLR“, „The Legal 500“ თუ „Chamber & Partners“.
  • საბაზრო პოზიციონირების მიხედვით, „Nixedonia“-ს კლიენტები პრემიუმ-სეგმენტს განეკუთვნებიან, ფასწარმოქმნისა და მიწოდებული სერვისების ხარისხის გათვალიწინებით. ხშირ შემთხვევაში, ისინი თავიანთ სფეროში ბაზრის ლიდერები არიან, წარმატების მრავალწლიანი ისტორიით.
  • „Nixedonia“-ს კლიენტი იურიდიული ფირმების მმართველ პარტნიორებს სჯერათ საკუთარი გუნდის და სურთ ინვესტირება მოახდინონ პერსონალის სწავლა-განათლებასა და განვითარებაში, მათი პოტენციალის სრულად გამოვლენის მიზნით.
  • „Nixedonia“-ს იურიდიულ ფირმებს აქვთ გახსნილობის, ტოლერანტობის, მოკრძალებულობის კულტურა და რწმენა იმისა, რომ მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თავიანთ მომავალზე. ისინი პროგრესული ფირმები არიან, ახალი იდეებისა და ინოვაციების მიღების მზაობით.
  • „Nixedonia“-ს კლიენტ იურიდიულ ფირმებს ახასიათებთ გამჭვირვალობა, აქვთ უზადო რეპუტაცია, კლიენტებს ემსახურებიან კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ, უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დაცვით.
  • „Nixedonia“-ს კლიენტ იურიდიულ ფირმებს ესმით, რომ კარგი ბრენდინგი და მარკეტინგი - წარმატების გარანტია არ არის, და რომ აქტიური გაყიდვები აუცილებელია იმისათვის, რომ კლიენტებმა გაწეული მომსახურებიდან მაქსიმალური სარგებელი ნახონ (განსაკუთრებით ეკონომიკური ვარდნის პირობებში).

რა დახმარების
გაწევა შეუძლია „NIXEDONIA“-ს
თქვენი იურიდიული ფირმისათვის

ტრენინგი ბიზნესის განვითარებაში

„Nixedonia“-ს მთავარი საქმიანობა - უფრო მეტი კომერციული წარმატების მისაღწევად იურიდიული ფირმების დახმარებაა, მათი პარტნიორებისა და იურისტებისთვის ბიზნესის განვითარებაში ტრენინგების ჩატარების მეშვეობით. როგორც წესი, ტრენინგები ყოველთვიური ან ყოველკვარტალური სესიების ხასიათს ატარებს და ბიზნესის განვითარების ერთ კონკრეტულ სფეროს შეეხება. სტანდარტული სესია სამ საათს გრძელდება, ხოლო ჯგუფში დამსწრეთა რაოდენობა 10-20 ადამიანს შეადგენს (შესაძლებელია უფრო დიდი ან მცირე ჯგუფების დაკომპლექტებაც).

საერთო ჯამში, „Nixedonia“ გთავაზობთ სხვადასხვა დონის სირთულის მქონე ათეულობით სესიას: საბაზისო (დამწყები იურისტებისათვის), საშუალო და მაღალი დონის (მხოლოდ პარტნიორებისათვის).

ქვემოთ მოცემულ ბმულებზე გადასვლით, თქვენ შესძლებთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას ინდივიდუალურ სესიებთან დაკავშირებით.

ტრენინგი ბიზნეს უნარ-ჩვევებში

იურისტებისათვის ბიზნესის განვითარებაში ტრენინგების გარდა, იურიდიული ფირმების ძირითად თუ დამხმარე პერსონალს „Nixedonia“ ასევე ეხმარება ჩამოთვლილ სფეროებში ზოგადი ბიზნეს უნარ-ჩვევების განვითარებაშიც.

ბიზნესის განვითარებაში სესიების მსგავსად, თითოეული სესიის ხანგრძლივობა ასევე სამი საათია.

ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი სესიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოგვმართოთ დამატებითი ინფორმაციისთვის.

პრაქტიკული სესიები ბიზნესის განვითარებაში

პრაქტიკულ სესიებსა და ბიზნესის განვითარებაში ზოგად ტრენინგებს შორის მსგავსება საკმაოდ დიდია. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკული სესიების დროს ახალი მასალის წარმოდგენა არ ხდება, იურისტებთან და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებაზე, ადრე ჩატარებულ სტანდარტულ ტრენინგ-სესიებზე დაყრდნობით. მაშინ როდესაც სტანდარტული ტრენინგ-სესიები თეორიულ ხასიათს ატარებს, პრაქტიკული სესიები ბიზნესის განვითარების უნარ-ჩვევების პრაქტიკულ გამოყენებას ემსახურება.

ქოუჩინგი გაყიდვებში 1-2-1

ეს გახლავთ ინდივიდუალური ქოუჩინგი, ბიზნესის განვითარების ყველა რესურსის გამოყენებით, 1-2-1, პარტნიორებისთვისა და უფროსი იურისტებისათვის. ქოუჩინგი გაყიდვებში პრემიუმ-სერვისია, რომელიც ბიზნესის განვითარების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის ინდივიდუალური მიდგომის რეალიზების საშუალებას იძლევა. როგორც წესი, 1-2-1 მიდგომით უფრო სწრაფი შედეგების მიღწევა არის შესაძლებელი, ვიდრე ჯგუფური სწავლების შემთხვევაში.

სამართლებრივი წერა

სამართლებრივი წერა - ტრენინგების მთელი სერიაა სტილის, პრეზენტაციის, გრამატიკის, გავრცელებული შეცდომებისა თუ პუნქტუაციის თემებზე სპეციალურად იურისტებისათვის. ეს გახლავთ 2016 წელში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით „Nixedonia“-ს მიერ შექმნილი ექვსი უნიკალური სესიის ნაკრები, როდესაც შედგენილ იქნა იურისპრუდენციის სფეროთა უმეტესობის მომცველი „36 Rules of Writing” („წერის 36 წესი“).

მომდევნო ნაბიჯები თქვენი წარმატებისკენ...

თქვენი იურიდიული ფირმის „Nixedonia“-სთან თანამშრომლობის განსახილველად, გთხოვთ, წერილობით დაუკავშირდეთ ბატონ ჯონს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: jjmcveigh@nixedonia.com. თუკი ადგილი არ აქვს ინტერესთა კონფლიქტს და თქვენი იურიდიული ფირმა აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, შესაძლოა შემოგთავაზოთ საცდელი სესია და დაიგეგმოს პირისპირ შეხვედრა თქვენს ოფისში, მომავალი თანამშრომლობის განსახილველად.

+372 820 24 678

ზოგიერთი სასარგებლო მასალა „NIXEDONIA“-სგან

New Client Hunting
Sales Networking
Pitching
Consultative Selling
Active Referrals
L2L Marketing
Cross Selling
Sales Writing